ბავშვთა ორთოპედია
გაეცანი ბავშვთა ორთოპედიული სტომატოლოგიის რამდენიმე შემთხვევას.
თუ პატარამ სარძევე კბილი ძირითადი კბილის ამოჭრამდე ერთი წლით, ან მეტი დროით ადრე მოიცვალა, ითვლება, რომ მან ნაადრევად დაკარგა კბილი. ამ დროს, დარჩენილი კბილები იწყებენ მოძრაობას და გაჩენილი თავისუფალი სივრცის შევსებას, რაც არ ტოვებს ადგილს მუდმივი კბილის ჩანასახის ზრდისთვის. ამ შემთხვევაში, ჩანასახი არასწორ ადგილას ამოვა და განვითარდება არასწორი თანკბილვა. ამ დროს, აუცილებელია სტომატოლოგის ჩარევა და სპეციალური აპარატის - სივრცის შემანარჩუნებლის მორგება.
თუ სარძევე კბილი კარიესის ან ტრავმის შედეგად დაზიანებულია, ის იცვლის ფერს და პატარას პირის ღრუში, შესაძლოა, განვითარდეს ესთეტიური დეფექტი. ეს ხშირად ნეგატიურად აისახება ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე, ამიტომ, სასურველია, მიმართო ექიმს.
თუ კბილის მინანქარს და ფესვს შორის არსებული რბილი ქსოვილი (პულპა) დაზიანებულია, აუცილებელია რესტავრაცია, რომელიც სარძევე კბილის სხვა მყარ ქსოვილებს დაიცავს კბილის მოცვლამდე და მუდმივი კბილის ამოსვლამდე. კვლევებმა აჩვენა, რომ პატარებში ბჟენის გამძლეობა გაცილებით დაბალია და საჭიროა პერიოდული განახლება, რომ სარძევე კბილი შენარჩუნდეს ძირითადი კბილის ამოსვლამდე. ასეთ შემთხვევებში, გაცილებით ეფექტურია კბილის დაფარვა ცირკონის ან მეტალის თხელი გვირგვინით.
დამატებით პროფესიულ რჩევებს ჩვენი სტომატოლოგები გაგიზიარებენ.
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდი ნომერზე: (032) 2322227.